საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ეპიცენტრი გურჯაანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში იყო.

მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 10:08 საათზე დაფიქსირდა. 

ცნობისთვის, აღმოსავლეთ საქართველოში მიწისძვრა გუშინ, 20 აპრილსაც დაფიქსირდა.