მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მღვდელმთავრებს მიმართავს, 3 მაისს სასაფლაოების კურთხევა უზრუნველყონ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქომ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"ვინაიდან, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გადაადგილებაზე მოქმედებს შეზღუდვები, მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს, 2021 წლის 3 მაისს, ორშაბათს, უზრუნველყონ სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა, მცხეთა-თბილისის ეპარქიასა და რუსთავში ამას ადგილობრივი სასულიერო პირნი აღასრულებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.