მკვლელობა მესტიაში - მოკლული სამართალდამცველია - განახლებულია

მესტიის რაიონის სოფელ მულახის თემში მკვლელობა მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით თანამშრომელი მოკლა. მოკლული და სავარაუდო მკვლელი მეგობრები იყვნენ. რა გახდა მათშორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით ორმხრივ სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა. 

მკვლელობის ფაქტი report.ge-ს პროკურატურაში დაუდასტურეს. მომხდარს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.