მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აბიტურიენტები დღეს გაიგებენ. ამის შესახებ ცენტრი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

დღეს, 14:30 საათზე გამოქვეყნდება ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების თაობაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა.