,,მნიშვნელოვანი ამბავი" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი ამბის შესახებ წერს.

მისი ინფორმაციით, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე მოეწყობა.

,,მნიშვნელოვანი ამბავი: ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე მოეწყობა, დაიწყება ერთობლივი, აქტიური კვლევები გერმანიაში დაცულ ქართულ არქივებზე - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბერლინის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მადლობა საქართველოს საელჩოს გერმანიაში - აქტიური მხარდაჭერისთვის. მალე იგივე ტიპის თანამშრომლობას ვგეგმავთ, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნის ბიბლიოთეკასთან და იტალიაში, რომის მთავარ ბიბლიოთეკასთან. აქამდე, სხვადასხვა ფორმით, მსოფლიოს სამოცდაათ ქალაქში გავხსენით ქართული წიგნის კუთხე", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.