მოძრაობა თავისუფალია - გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავდამცავი გვირაბების ასაქცევ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. 

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.