მოძრაობა აკრძალულია - გაფრთხილება

ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, გზების ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

,,ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 23 მარტის 21:00 საათიდან 24 მარტის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.