მოძრაობა აიკრძალა - გზების დეპარტამენტის განცხადება

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა,ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

,,ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.