მოძრაობა კიდევ ერთ მონაკვეთზე აიკრძალა - რა ვითარებაა გზებზე

ქსანი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა,- ამის შესახებ report.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

"ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ158 (ქსანი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

რა ვითარებაა გზებზე, ნახეთ დეტალურად.