მოძრაობა შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

ხვალ, 28 სექტემბერს, 00:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე, გორის საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 28 სექტემბერს, 04:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამეტის ცნობით, მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოა.

სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება, თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვისას კი - სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკოტროლებს.