მოძრაობამ "შეცვალე", სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, აქცია გამართა

მოძრაობა "შეცვალემ", სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, აქცია პერფომანსი გამართა სადაც, ბანერებით მივიდნენ, ისინი ნიკა გვარამიას ოჯახის ფარულად თვალთვალს აპროტესტებენ.

„დაირღვა სისხლის სამართლის კოდექსი, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია და საქართველოს კონსტიტუცია, ეს ყველაფერი მიმართულია მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტისკენ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს არ მოხდება, სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას „- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ

26 ნოემბერს ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაპოსტა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ გადმოდიან მწვანე ფერის „პორშედან“ მისი მეუღლე და ქალიშვილი, ძაღლთან ერთად. ნიკა გვარამია თქმით, მის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებდა.