მოძრაობა აიკრძალა - გაფრთხილება მძღოლებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 65-ე, 82-ეკილომეტრზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა.