თბილისში ოთხი სპორტული მოედანი განახლდა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ოთხი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

მოედნები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაჟა-ფშაველას გამზირი N23, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ რეაბილიტირდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ლითონის ბადეები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო.