მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი აღდგომას - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება.

თამარ გაბუნიას თქმით, სააღდგომოდ ძალაში იქნება ყველა ის რეგულაცია, რომელიც დღეს მოქმედებს.

"დღევანდელი მდგომარეობით, ღამე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის", - თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რაიმე ტიპის დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შესაძლოა, ამის საჭიროება დადგეს.