მოიხსნება თუ არა ,,კომენდანტის საათი" - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება.

„ჩვენ დღეს არ გვაქვს ამის მდგომარეობა და ფუფუნება, რომ კომენდანტი საათი გავაუქმოთ. პანდემია კვლავ გრძელდება. პანდემია კვლავ საქართველოშია ისევე, როგორც მსოფლიოშივაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.