მოქალაქეები ექიმისთვის!-ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად სოციალური ქსელით აქცია იგეგმება

მოქალაქეები ექიმისთვის-მოითხოვე თავისუფლება! -ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შაბათს, 13:00 საათზე თავისუფლებს მოედანზე აქცია გაიმართება.

აქცია სოციალურ ქსელის საშუალებით დაიგეგმა.

„თითქმის 1 თვეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების ტყვეობაშია. ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები ვაფიქსირებთ, მხოლოდ ერთს - სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის! თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს! შემოგვიერთდით - მოითხოვეთ თავისუფლება!,“-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთი თვეა რაც დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ საქმე აღძრულია „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი). დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.