მოხდება თუ არა სრული ჩაკეტვა - პაატა იმნაძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სრული ლოქდაუნის გამოცხადება არ იგეგმება.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმ ორ თვიანი გეგმის მიხედვით, რაც თავდაპირველად გამოცხადდა.

"სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორთვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.