მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 126 ფაქტი გამოვლინდა

ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 126 ფაქტი გამოვლინდა. 

პოლიციამ 114 ფიზიკური პირი დააჯარიმა, რომლებმაც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვია. 

გარდა ამისა, 918 პირი დაჯარიმდა,პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო. ხოლო ამ წესის განმეორებით დაღვევის გამო 94 მოქალაქე დაჯარიმდა.