მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 18 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ღამის საათებში ტემპეტრატურა -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.

ბათუმში +14 გრადუსი სითბო და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. +12 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდში, ქუთაისში კი +10 გრადუსი იქნება და დღე უმეტესად უნალქეოდ ჩაივლის.

თელავში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე მოიმატებს და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.  +10 გრადუსი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი ლაგოდეხში, სიღნაღში კი ჰაერის ტემპერატურა +7  გრადუსამდე გათბება.

მესტიაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ცაგერში ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაეცემა. ბახმაროში + 1 გრადუსია მოსალოდნელი.