მორიგი რეისი იტალიიდან - აეროპორტში 50 მგზავრი შეამოწმეს

ცოტა ხნის წინ ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან მორიგი რეისი შესრულდა. ბოლონიიდან საქართველოში 50 მგზავრი ჩამოფრინდა. შემოწმების შემდეგ არც ერთი მათგანი კლინიკაში არ გადაუყვანიათ. მგზავრებს ტემპერატურა არ აღმოაჩნდათ.

როგორც მგზავრები აცხადებენ, მედიკოსებისგან მიიღეს რეკომენდაციები, რომ დარჩნენ სახლში და გარკვეული პერიოდი მოერიდონ სხვებთან კონტაქტს.