მოსახლეობის IQ-ის მაჩვენებლით საქართველო მე-13 ადგილზეა

Brainstats-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები ცხოვრობენ. სია მოსახლეობის IQ-ის საშუალო მაჩვენებლების მიხედვითაა შედგენილი. 

მსოფლიოში IQ-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი -108 ქულა ჰონგ-კონგსა და სინგაპურშია.

საქართველო მოცემულ სიაში 94 ქულით მე-13 ადგილს იყოფს სომხეთთან, ყაზახეთთან, რუმინეთთან და ვიეტნამთან.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ჰონგ-კონგი (108)

სინგაპური (108)

სამხრეთი კორეა (106)

ჩინეთი (105)

იაპონია (105)

ტაივანი (104)

იტალია (102)

შვეიცარია (101)

მონღოლეთი (101)

ისლანდია (101)