მოსახლეობისგან არამიზნობრივი თანხების აღებას რეგულარული ხასიათი აქვს - ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკების მიერ მოსახლეობისგან არამიზნობრივი თანხების აღებას საკმაოდ რეგულარული ხასიათი აქვს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აღნშნულ ფაქტებზე შესაბამისი სამსახურების რეაგირებას ელოდება.

"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთი თვის მანძილზე ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ სხვა დაავადებებზე ტარიფების გამოცხადებას. რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან არამიზნობრივი თანხების აღებას, ამას საკმაოდ რეგულარული ხასიათი აქვს, ყველა ფაქტი არის დაფიქსირებული შესაბამის სამსახურში. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ რეაგირებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.