მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი, ამირან ქადეიშვილი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ქადეიშვილი 1953-1985 წლებში მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ „ძველი სახლის“ სცენაზე.

1970 წლიდან იღებდნენ კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. 

2018 წელს ამირან ქადეიშვილს მიღებული აქვს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.