მსახიობი გიორგი გურგულია მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული

მსახიობი გიორგი გურგულია ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს ბრალად საკუთარ მეუღლეზე ძალადობა ედება.

გურგულია 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს იწყება.

საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი თავს დამნაშავედ არ ცნობს.