მშენებლობაზე ამწე ამობრუნდა და მუშა მოიყოლა

რუსთავში, მშენებლობაზე მუშა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესში ამწე ამობრუნდა და მუშა ქვეშ მოიყოლა. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მუშაობს, როგორც საპატრულო ასევე კრიმინალური პოლიცია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.