მუშევანი 6 ივლისიდან გაიხსნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება. 

სოფლის გახსნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

შეგახსენებთ, სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. 

ამ ეტაპისთვის სოფელში კორონავირუსის 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.