ზუგდიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.