"მთავარი არხის" თანამშრომლებს თავს დაესხნენ

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელევიზიის გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში. 

არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, დაზიანებულია ტელეკომპანიის აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები. 

Report.ge მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.