მთავრობა შეზღუდვების შესახებ მოქალაქეებს შეტყობინებებს უგზავნის

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შესახებ SMS შეტყობინებებს უგზავნის. 

"ვირუსის მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე, ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში:

1. ღია, ისევე როგორც დახურულ სივრცეში, სავალდებულოა პირბადის ტარება. 

2. დიდ ქალაქებში, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე, სწავლა დისტანციურად გაგრძელდება ყველა კლასისთვის. 

3. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე. 

წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" - აღნიშნულია შეტყობინებაში.