მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან, კორონავირუსის წინააღმდეგოდ მიმართული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მთავრობას, გადაწყვეტილების შესაცვლელად 48 საათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები, შენობების პიკეტირებასაც განიხილავენ. 

"ჩვენი მოთხოვნა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა და იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნაა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი. პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი", - განაცხადა გეგა სალუქვაძემ.