მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას "ევროპული საქართველოც" შეუერთდება

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციას "ევროპული საქართველოც" შეუერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, მათთის მიუღებელია ის არაპროპრორციული შეზღუდვები, რომელიც მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის მოტივით აქვს დაწესებული.

"მაშინ, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, გამოსავალი ერთიანი სახალხო პროტესტია" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.