მთავრობის ადმინისტრაციასთან დემონსტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით "სოცაფეთქება" დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. ესენია:

- ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა;

- სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა;

- ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა;

- საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა;

- სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა;

- კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.

პროტესტს შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიებიც.