მთავრობის ადმინისტრაციასთან რესტორატორთა აქცია მიმდინარეობს

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან რესტორატორთა აქცია მიმდინარეობს. მათი მოთხოვნების მიხედვით უნდა ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო; აღდგეს საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლა; დაიწყოს ფუნქციონირებმა სარესტორნო ბიზნესმა; ამუშავდეს სასტუმროები და აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება. 

დღეს 205-მა რესტორანმა და კვების ობიექტმა დისტანციური მიწოდების სერვისი შეაჩერა და სახელმწიფოს მოთხოვნები წარუდგინა.