მთიდან გადავარდნილი ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს

დაბა სტეფანწმინდაში, ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით მიმავალ ტურისტთა ჯგუფს დახმარება აღმოუჩინა საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა. 

112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა ლოკაციაზე მაშველები გავიდნენ. მათ ტურისტი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა ამოიყვანეს და საკაცის საშუალებით, დაახლოებით 5 კილომეტრი მანძილი გაატარეს. საავტომობილო გზასთან მიყვანის შემდეგ კი ტურისტს დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა გაუწია. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

დაშავებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.