ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან COVID-19 დაუდასტურდა 49-ს.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 147 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 479 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1100 გახდა. გარდაცვლილია 23 პაციენტი.