მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ოჯახის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი და ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.

ცნობისთვის, მამაკაცს მტკვარში 2 აგვისტოდან ეძებდნენ.