მტკვარში დაკარგულ კაცს მეორე დღეა ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში,  მეორე დღეა  მწყემსს ეძებენ.

სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, სავარაუდოდ მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 50 მეხანძრე-მაშველი, 2 მყვინთავი და 3 ნავია ჩართული.

მათივე ცნობით, ტერიტორიის მონიტორინგი დრონის საშუალებით მიმდინარეობს.