მტკვარში კაცს ამ დრომდე ეძებენ

მაშველები მტკვარში გადამხტარ მოქალაქეს მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

მამაკაცი მდინარეში გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 20-მდე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.