მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა, მარნეულში, მდინარე მტკვარში სამი დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში და სანაპიროზე სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართულები ყვნენ მაშველები და მყვინთავები.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.