მტკვარში მაშველებმა უცნობი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში, მტკვარში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ისინი ადგილზე დაკარგული 21 წლის ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოებს ატარებდნენ. 

გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. 

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.