მტკვარში ორი დღის წინ გაუჩინარებულ ქალს ეძებენ

ორი დღის წინ მცხეთაში გაუჩინარებულ ქალს მაშველები მდინარე მტკვარში ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში Report.ge-ს განუცხადეს, ამ დროისთვის შექმნილია შტაბი და სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი Report.ge-ს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.