მცხეთაში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. ამ ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა;

14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი. 

მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.