მცხეთის გზაზე მომხდარი ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

ქვეყნის ცენტრალური ავტომაგისტრალის მცხეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად 2 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და ველოსიპედი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. 

საავტომობილო გზაზე შემთხვევის გამო მოძრაობა შეზღუდული იყო. 

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.