მცხეთაში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა - PHOTO

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9) ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში, ამ ეტაპზე ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე.

ცენტრის ფუნქციონირებას მხარს უჭერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.