მცხეთისა და დუშეთის რაიონების სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ 

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხაწყარო, მსხალდიდი, ლისი, შვინდების მიწა, ტაბარუკი. ასევე, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელებში კაიშაურები, გუდაური, ქუმლისციხე, დარიალი და მიმდებარე სოფლებში.