მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 ნოემბრამდე შეგიძლიათ

მწვანე ბარათის 2022 წლის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 ნოემბრამდეა შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა და რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

დასარეგისტრირებლად აუცილებელი დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://go.usa.gov/xGtMX

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეგისტრაცია 2020 წლის 10 ნოემბერს 20:00 საათზე შეწყდება.