"მწვანე პასპორტი" უნდა გაიცეს მხოლოდ 2 კატეგორიის პირზე" - ბიძინა კულუმბეგოვი

"თუ გვინდა მწვანე პასპორტმა რეალური როლი შეასრულოს ომიკრონის ტალღის შეკავებაში, მაშინ მისი მოქმედება შემდეგი 2 თვე უნდა გავრცელდეს მხოლოდ ორი კატეგორიის პირზე:

1. ბუსტერული დოზით ვაქცინირებული (საქართველოში 90 ათასამდე ადამიანი)

2. ნეგატიური ტესტის მქონე

სხვანაირად გაჭირდება ბევრი ადამიანის გადარჩენა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვა".

პოსტს სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აქვეყნებს. 

ცნობისთვის, საქართველოში ე.წ მწვანე პასპორტი გაიცემა ორჯერადად ვაქცინირებულსა და კოვიდგადატანილ პირებზე, ასევე ტესტის უარყოფით პასუხის მქონე მოქალაქეებზე.