მწვერვალ უშბაზე დაკარგულ ალპინისტებს ეძებენ

მწვერვალ უშბაზე, ორ უცხოელ ალპინისტს ეძებენ. ისინი სავარაუდოდ, მოლდოვის მოქალაქეები არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაკარგულ აპლინისტებს, რამდენიმე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ამინდის გაუარესების გამო ვერ ერთვება ვერტმფრენი.