ავარია თბილისში - დამტვრეულია 7 ავტომობილი

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დამტვრეულია შვიდი მსუბუქი ავტომობილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, კანონდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.