მუნიციპალური ტრანსპორტი უქმეებზეც იმუშავებს

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. 

მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს შორის, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

დღემდე მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს მხოლოდ კვირის დღებში ემსახურებოდა.